ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „რომასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ლიონთან“ მატჩი? ეს არ არის თამაში, რომელიც ჩვენს იდეებს შეცვლის სეზონის შეფასებასთან დაკავშირებით. სკუდეტოს მოგება ყოველთვის არაჩვეულებრივია, ჩვენ 9 წელია ამას ვახერხებთ. ეს 10 წლის წინ რომ ეთქვათ, არ დავიჯერებდით. ამიტომუნდა დავაფასოთ ეს სეზონიც. მადლობა ლეგა კალჩოს, რომ პანდემიის შემდეგ სეზონის დასრულება მოახერხა.
ძანიოლო? ის კარგი ფეხბურთელია, ამის გასაგებად სპორტული დირექტორობა საჭირო არაა. თუმცა, ახლა ჩვენ სეზონის დარენილ ნაწილზე და სკუდეტოს ზეიმზე ვფიქრობთ“, – თქვა პარატიჩიმ.