ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს ბოლო ტურში „რომასთან“ 1:3 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – გოლების მომენტში მცირედი რამ თუ შეეძლო, გამოსვლებზე ყოველთვის თვითდაჯერებული არ ყოფილა.
პინსოლიო 6 – გასახდელიც კაცი. სეზონში პირველად ითამაშა.
დანილო 5 – პატარა კალაფიორისთან დუელი „ჯალოროსის“ ფეხბურთელის გამარჯვებით დასრულდა.
ბონუჩი 5.5 – როგორც არ უნდა იყოს, „იუვე“ აგრძელეს გოლების გაშვებას.
დემირალი 6 – მოედანზე დაბრუნდა სწორედ „რომასთან“ მატჩში და ეს უკვე კარგი ამბავია.
რუგანი 4.5 – კალინიჩის გოლის მომენტში მხოლოდ მაყურებელი იყო.
ფრაბოტა 6 – დებიუტანტი, რომელსაც თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა.
რაბიო 6 – „იუვეს“ ნამდვილი დირიჟორი, ბოლო კვირების ალბათ ყველაზე კარგი ამბავია. ის ჩემპიონთა ლიგისთვის მზადაა.
რემზი 6 – თამაშში კარგად ჩაერთო, ბურთი ძელსაც მოარტყა.
მურატორე 5.5 – „კალიარისთან“ შედარებით ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგა.
მატუიდი 6 – მას ეს თამაში სჭირდებოდა.
ბერნარდესკი 4.5 – იმედისმომცემი სიგნალები ამ თამაშშიც არ გაისმა.
ოლივიერი შ.გ – ახალგაზრდა ფეხბურთელს რამდენიმე წუთი დაუთმეს.
იგუაინი 6.5 – თავიდანვე გაიტანა. რთული კვირის მნიშვნელოვანი დასაწყისი. არაა საუკეთესოდ, მაგრამ ყოველთვის იგუაინია.
ვრიონი შ.გ – ის მოედანზე მატჩის ბოლოს გამოჩნდა.
ძანიმაკია 6 – პროაქტიული, მაგრამ ძალიან მსუბუქი იყო.
სარი 5 – დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნაზე იყო, სადაც ეწეოდა. ეს ჩემპიონატი საბედნიერო დასრულდა. ეს თამაში, ისევე როგორც „კალიარისთან“ არაფერს წყვეტდა, მაგრამ ზედიზედ ორი მარცხი და 5 გაშვებული გოლი ბევრია. „ლიონთან“ ნამდვილი „იუვე“ იქნება საჭირო.