ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია.
„იმედგაცრუებული ვარ ფეხბურთელების, ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების გამო, დიდი გაბრაზებაა, მაგრამ ამ დროისთვის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენი ფიზიკური კონდიცია ოპტიმალური არაა.
გვაკლია ბრწყინვალება, რომ ჩვენი თამაში სახიფათო გახდეს. რონალდუ? ისე ითამაშა, როგორც სხვებმა, აკლია ფორმაში შესვლა, იგივე ეხებათ პაულო დიბალას და დუგლას კოშტას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ პერიოდისთვის ეს ნორმალურია.
ვეცადეთ ნაკლები პრესინგი შეგვესრულებინა, რადგან არ ვართ ოპტიმალურ კონდიციაში, თუმცა, თამაშს კარგად ვმართავდით, უბრალოდ გვაკლია სახიფათო თამაში. ეს ჩვენი დიდი სირთულეა, თამაშის ხიფათში გადაქცევა გვიჭირს. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით ინდივიდუალური თვალსაზრისით მოვიკოჭლებთ. ორი უგოლო შეხვედრა უპრეცედენტო ფაქტია და ვფიქრობ, რომ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ მიმდინარე სეზონში უკვე ორი ტიტული დაკარგა – იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი.