მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” იტალიის თასის ფინალშიც წააგო

“იუვენტუსმა” იტალიის თასის ფინალშიც წააგო

მაურიციო სარის ამ დროისთვის „იუვენტუსში“ ორი ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი მოიგო.

დეკემბერში „ლაციოსთან“ წააგო იტალიის სუპერთასი, ახლა „ნაპოლისთან“ იტალიის თასი.

„იუვეს“ თამაში ისევ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და რომ არა ჯანლუიჯი ბუფონი „ნაპოლი“ აუცილებლად ძირითად დროში მოიგებდა. ჯიჯიმ შესანიშნავად ითამაშა და არაერთი ლამაზი სეივით იხსნა თავისი გუნდი. საპასუხოდ კი „იუვენტუსს“ დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია. ისევ იგივე, პასები, პასები და არაფრის მომცემი პასები.

პენალტები სერიაში კი პაულო დიბალამ და დანილომ თავიდანვე ორი დარტყმა გააცუდეს, ბუფონმა სამაგიეროდ ვერცერთი ბურთი აიღო, მაგრამ მან ასაღები ჯერ კიდევ თამაშიდან აიღო.

იტალიის თასი „ნაპოლის“ დარჩა, დამსახურებულად.

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 0:0 პენ: 4:2 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

უმაყურებლოდ

„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი (ჰისაი 80); ფაბიან რუისი (ალანი 80), დემე, ზიელინსკი (ელმასი 87); კალეხონი (პოლიტანო 67), მერტენსი (მილიკი 67), ინსინიე

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; კუადრადო (რემზი 85), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ბერნარდესკი 74), მატუიდი; დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა (დანილო 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გაფრთხილება: მარიო რუი (77) – ბონუჩი (51), დიბალა (83)

მსაჯი: დანიელე დოვერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …