ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალში „ნაპოლისთან“ პენალტების სერიაში წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 7.5 – საუკეთესო „იუვეში“, ეს უკვე ცხადყოფს, რომ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც ტურინელები იმედოვნებდნენ. თამაშის დროს ყველაფერი აიღო, რისი აღებაც შესაძლებელი იყო. პენალტების სერიაში კი ვერაფერს გახდა.
კუარდადო 5.5 – ინსინიე ხშირად ყავდა თავისუფლად დატოვებული და ვერც შეტევა გაამწვავა.
რემზი შ.გ – ბოლოს ჩაერთო თამაშში და პენალტი იდეალურად შეასრულა.
დე ლიხტი 6.5 – მერტენსი მისთვის ყველაზე რთული ცენტრფორვარდის პროტოტიპია, რომლის გაკონტროლება რთულია, მაგრამ ეს მოახერხა.
ბონუჩი 6 – მისი და ალექს სანდროს მხრიდან უფრო მეტი ხიფათი იქნებოდა, მაგრამ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვია.
ალექს სანდრო 6 – სახიფათო იყო მისი ჩაოწდებები, მაგრამ კალეხონის და პოლიტანოს ზეწოლას განიცდიდა.
ბენტანკური 6.5 – ყოველთვის იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.
პიანიჩი 5 – 2020 წელს ჩვეული პიანიჩი ვიხილეთ, პროგნოზირებადი და ერთფეროვანი.
ბერნარდესკი 5 – თამაშში ძალიან ცუდად ჩაერთო, ბოლოს კი მეტოქეს ისეთი კუთხური აჩუქა, საიდანაც რომ არა ბუფონი გამარჯვების გოლი გადიოდა.
მატუიდი 5.5 – სირთულეები ჰქონდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.
დუგლას კოშტა 6 – ერთადერთი, რომელიც მეტოქეს ატყუებდა, მაგრამ მთლიანობაში ისიც არაფექტური იყო.
დანილო 5.5 – მარჯვენა ფლანგზე თამაშში კარგად ჩაერთო, მაგრამ პენალტებში ძალიან ცუდად დაარტყა.
დიბალა 5.5 – დასაწყისში ბურთი მოიპარა და რონალდუს პასი გაუკეთა, შეიძლებოდა საგოლე გადაცემა ყოფილიყო. შემდეგ ისეთ ორ გიგანტს, როგორებიც კულიბალი და მაკსიმოვიჩი არიან, ვერ გაუმკლავდა. პენალტების სერიაც ცუდად მან დაიწყო.
რონალდუ 5 – დასაწყისში საგოლე შანსი ჰქონდა, მერე მოედნიდან გაქა. „ლიონთან“, „ინტერთან“, „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ – 0 გოლი და მისთვის არადამხასიათებელ პოზიციაზე თამაში.