ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კოლუმბიელის განცხადებით, წინ უნდა გაიხედონ და სეზონში დარჩენილ მიზნებზე იფიქრონ.
„მოედანზე რწმენით გავედით და თამაშის მოგების სურვილით, მაგრამ „ნაპოლი“ თავს კარგად იცავდა და რთული იყო მის დაცვაში სივრცეების პოვნა დარტყმის განსახორციელებლად.
ნორმალურია სიმწარე, რადგან ჩვენ ვითამაშეთ ფეხბურთი, რომელიც მწვრთნელს სურდა და თასის მოგებაც გვინდოდა, მაგრამ ჩვენ დიდი გუნდი ვართ, ასე, რომ ახლა წინ უნდა გავიხედოთ და ჩვენს მიზნებზე ვიფიქროთ. ამ წაგებისგან ვისწავლოთ.
რა ვუთხარით რონალდუს თამაშის შემდეგ? დამწუხრებულები ვიყავით შედეგით, მაგრამ პენალტების სერია ლატარეაა“, – თქვა კუადრადომ.