13 არასტაბილური თვის შემდეგ მაურიციო სარი აღარ არის „იუვენტუსის“ მწვრთნელი. ეს გუშინწინ დადასტურდა, პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სიტყვების შემდეგ გასაკვირი არ იყო. ალბათ არც გასახდელისთვის, სადაც მწვრთნელს არასდროს დაუმყარებია მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა ფეხბურთელებთან.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, სარი ვერასდროს შეძლება იუვენტინოების გულში შესვლას, მათ შორის ფეხბურთელების. დაძაბულობამ პიკს „კალიარისთან“ მატჩის შესვენებაზე მიაღწია, უკვე მოგებული სკუდეტოს შემდეგ.
სარის არასდროს ჰქონდა გუნდის ვეტერანებთან იდეალური ურთიერთობა, განსაკუთრებით კი ჯორჯო კიელინისთან, რომელსაც მთელი სეზონი გაუცდა. ის ტოსკანელი მწვრთნელის სათამაშო სტილისგან ძალიან შორს იყო. კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაც არ ყოფილა ისეთი, როგორსაც იმედოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა 37 გოლი გაიტანა და წინა სეზონზე უკეთ ითამაშა. რონალდუს არ მოსწონდა სარის ტაქტიკა და პრაქტიკულად პირველივე შეხვედრაზე წინადადებაზე, ეთამაშა ცენტრფორვარდად, უარი უთხრა.
ინსტაგრამზე რონალდუს გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც სეზონი შეაჯამა, სარი არ ახსენა სინამდვილეში ამ დრომდე მხოლოდ ბონუჩიმ და დიბალამ გადაუხადეს მადლობა სარის. დუგლას კოშტამ კი საერთოდაც, „იუვეს“ გვერდზე სარის გათავისუფლების ნიუსი მოიწონა, ისევე როგორც ტურინელთა ყოფილმა ფეხბურთელებმა ემრე ჯანმა და მარიო მანჯუკიჩმა, რომლებიც სწორედ სარიმ გაუშვა გუნდიდან.
გარდა ამისა, არსებობდა გარკვეული უთანხმოება. მაგალითად რონალდუს რეაქცია „მილანთან“ შეცვლის შემდეგ, პორტუგალიელს არც სავარჯიშო პროცესი მოსწონდა, სადაც სარი მუდმივად გაიძახოდა: ითამაშეთ ორი შეხებით, ითამაშეთ ორი შეხებით…
ვეტერანებთან სარის ცუდი ურთიერთობა მიუთითებს გუნდიდან ანდრეა ბარძალის წასვლაზეც, რომელიც თავიდან შტაბში მუშაობდა, მაგრამ მოულოდნელად გუნდი დატოვა და ოფიციალურ მიზეზად ოჯახთან მეტი დროის გატარება დაასახელა.
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კი სარის ტურინული კარიერა ერთწლიანი გამოდგა და სკუდეტო მოიგო. „იუვენტუსი“ ფეხზე წამოდგომას სარის გარეშე იწყებს.