ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელით პაულო დიბალათი „რეალი“ დაინტერესდა. ამის შესახებ Sportmediaset-ი იტყობინება.
ფლორენტინო პერესი მზადაა „იუვეს“ ფულთან ერთად ისკო ან ტონი კროოსი დაუთმოს. „იუვენტუსი“ დიბალას გაყიდვის წინააღმდეგია და ანდრეა პირლოსაც სურს მისი შენარჩუნება, მაგრამ ფინანსურმა კუთხემ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.
თანაც ბოლო დროს ტურინელთა რიგებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საკითხის სწრაფი ცვლილება გამორიცხული არაა.
დიბალამ ამ სეზონში 46 თამაშში 17 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი, რომელიც 2022 წლამდე აქვს, ჯერ არ გაუხანგრძლივებია.