მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.
„რატომ თამაშობენ იტალიური გუნდები ევროთასებზე სუსტად? არ ვიცი მიზეზი. „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი გუნდები არინა. ახლა ვნახოთ რას გააკეთებს პირლო ტურინში. როგორც „იუვენტუსის“ ყოფილი მოთამაშე, ვიმედოვნებ, რომ „ბებერი სინიორა“ იტალიაში რამდენიმე წელი კიდევ შეინარჩუნებს“ თავის უზენაესობას“, – თქვა სალიჰამიჯიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჰასან სალიჰამიჯიჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა (74 მატჩი, 8 გოლი).