ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა პირლო მუშაობას შეუდგა. იტალიელი მწვრთნელი თავის სტაფთან ერთად დღეს J Medical-ში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
პირლოს ასისტენტები იგორ ტუდორი და რობერტო ბარონიო იქნებიან. გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას სწორედ დღეს იწყებს.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად 8 აგვისტოს 2-წლიანი კონტრაქტით დაინიშნა.
Mister Pirlo e il suo staff al #JMedical 💪#ForzaJuve #FinoAllaFine
📷 ➡️ https://t.co/Q5CBHq1AGV pic.twitter.com/UzGTKSDtfD— JuventusFC (@juventusfc) August 24, 2020