მთავარი / სიახლეები / რუგანის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა

რუგანის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა

დანიელე რუგანი „იუვენტუსის“ დატოვებასთან ახლოსაა. „ვალენსიას“ ტურინულ გრანდს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

ესპანელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, მაგრამ „იუვენტუსს“ მისი გაყიდვა უნდა და 25 მილიონ ევროს ითხოვს. მიუხედავად ამისა, Tuttosport-ი წერს, რომ მხარეები შეთანხების მიღწევასთან ახლოს არიან და იტალიელი „მესტალიაზე“ იჯარით გადავა.

რუგანის „იუვენტუსში“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს, რადგან ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინის, მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის კონკურენციაში სასტარტოში პრაქტიკულად ვერ ხვდება.

ამასთან, დანიელე კარიერის უცხოეთში გაგრძელებით დაინტერესებულია, რადგან ტურინში გატარებულ 5 სეზონში იტალიაში ყველაფერი მოიგო. მან „იუვენტუსში“ 101 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …