იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა სანდრა ძამპამ სერია A-ს სეზონის შეჩერება მოითხოვა. მისი განცხადებით, დადებითი შემთხვევების მკვეთი ზრდა ყველაფერზე მიუთითებს.
„ჩვენს მიერ დადგენილი პროტოკოლი ნათლად მეტყველებს, რომ სერია A უნდა შეჩერდეს, რადგან, როდესაც დაინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელია, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ჩემპიონატი უნდა შევაჩეროთ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ფედერაციამ უნდა მიიღოს“, – თქვა ძამპამ.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ოქმის თანახმად, სერია A-ში ტესტზე დადებით ფეხბურთელს მანამ არ შეუძლია თამაში, სანამ უარყოფით პასუხს არ მიიღებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს.
ამ ეტაპზე ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა „ჯენოაშია“, სადაც 14 ადამიანია დაინფიცრებული და მათ შორის, 11 ფეხბურთელია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ჯენოა“ – „ტორინოს“ მატჩი გადაიდება. გენუელებმა წინა ტურში „ნაპოლისთან“ ითამაშეს, რომელიც „იუვეს“ მომდევნო მეტოქეა და ნეაპოლელ ფეხბურთელებს ტესტირება უტარდებათ. მხოლოდ პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი ჩატარდება თუ არა 4 ოქტომბერს „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი.