ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „აიაქსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე დანიელე რუგანი იახლა. იტალიელი ფეხბურთელი ხვალინდელ მატჩში კაპიტან ჯორჯო კიელინის შეცვლის.
რუგანის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს კიელინის არყოფნა არ დაატყოს.
„ჩემთვის ეს კარგი შანსია, ვეცდები, რომ გუნდს კიელინის არყოფნა არ დავატყო ამ რთულ თამაშში. მოუთმენლად ველოდებით მოედანზე გასვლას. ყოველდღე ვმუშაობ ასეთი თამაშებითვის და ვგრძნობ, რომ მზად ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშებ მსგავს მნიშვნელოვან შეხვედრაში. გამარჯვებისთვის დაგვჭირდება ისე თამაში, როგორც ეს „იუვენტუსს“ შეეფერება.
ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა „აიაქსმა“ „რეალთან“ მატჩში, შთამბეჭდავი იყვნენ სისწრაფეებით, აგრესიულობით მოედნის ყველა ნაწილში. მყარი და ყურადღებიანი თამაში უნდა ჩავატაროთ და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მადრიდული გაკვეთილი.
დე ლიხტი? ვიცნობ მას, იტალიის ნაკრებშიც მომიწია მის წინააღმდეგ თამაში და ის არის „აიაქსის“ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა.
კონტრაქტის გახანგრძლივება მნიშვნელოვანი სიგნალია ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს არის ის, რაც ორივე მხარეს გვინდოდა და რისი იმედიც მქონდა. ძალიან ამაყი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონებით სავსე გუნდის ნაწილი ვარ და ვიცი, აქ გაცილებით რთულია სათამაშო დროის მიღება, ვიდრე სხვაგან. რონალდუ? კარგადაა, ბედნიერები ვართ, რომ გამოჯანმრთელდა, ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია“, – განაცხადა რუგანიმ.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.