ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველ ჰაკიმ ზიეჩის განცხადებით, თანამემამულე მეჰდი ბენატიას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ტურინელთა ძლევა „აიაქსს“ შეუძლია.
„ჩემპიონატის შემდეგ მატჩზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვართ კონცენტრირებული. მთავარია, როგორ ვითამაშებთ ხვალინდელ მატჩს.
რა თქმა უნდა, ვესაუბრე მეჰდი ბენატიას, რომელიც „იუვენტუსის“ ნაწილი იყო. მითხრა, რომ ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და როგორც გუნდი ძალიან ძლიერი გვყავს. ასე, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მითხრა, რომ „იუვენტუსის“ დამარცხება შეგვიძლია.
რონალდუ? იმედია, რომ ითამაშებს, რადგან გვინდა საუკეთესოებს დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა ზიეჩმა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრ 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.