მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რონალდუ ძირითად შემადგენლობაში იქნება”

ალეგრი: “რონალდუ ძირითად შემადგენლობაში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „აიაქსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ალეგრის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში იქნება:

„საჭიროა ვიფიქროთ პირველ თამაშზე, გვქონდეს სწორი მიდგომა იმის გათვალისწინებთ, რაც მადრიდში გადაგვხდა. ხვალ უფრო მეტად შემტევი თამაში უნდა ვითამაშოთ, უფრო გაბედული. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გოლი არ გავუშვათ, რადგან ხშირად ეს არ ხდება. გუნდი კარგადაა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ, შაბათს კი სკუდეტოს მოგება ვიზეიმოთ. ჩვენ 4 ლამაზი დღე გველოდება.

დიდი თამაში გველოდება, ჩვენთვის „აიაქსი“ მნიშვნელოვანი გამოცდაა. რონალდუ ითამაშებს თუ ყველაფერი კარგად იქნება. ვწუხვართ, რომ კიელინი და ემრე ჯანი ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ დანარჩენები კარგად არიან. დაცვის ცენტრში რუგანი ითამაშებს და მისთვისაც ეს მნიშვნელოვანი ტესტია. დიბალა ძალიან კარგად ვარჯიშობს, რაც დიდ იმედს მიჩენს.

ამსტერდამელები ძლიერები არიან, „რეალი“ გამოთიშეს ასპარეზობას და „ბაიერნთან“ თანაბრად ითამაშეს. მათ წინააღმდეგ „იუვემ“ ორი ფინალი ითამაშა. ხვალ ტექნიკურლი და მყარი თამაში უნდა ჩავატაროთ, გახსნილი თამაში იქნება, რთული წარმოსადგენია, რომ 0:0 დამთავრდეს. ხვალ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მოედანი უგოლოდ დავტოვოთ და შემდეგ ტურინში ქამ-ბექი შედგება. ის, რაც „ატლეტიკოსთან“ მოხდა, იშვიათად ხდება. ხვალ უნდა შევიქმნათ სიტუაცია შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. გარდა ამისა, ფიზიკურად ძლიერი თამაში იქნება საჭირო.

სამი მცველით თამაში? ეს რთულია, რადგან მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი გვყავს, ამიტომ არ შემიძლია. თამაში მოვამზადე მათ ძლიერ მხარეებზე, „რეალმა“ გვასწავლა, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა თამაშში და მათ კართან მაქსიმალური დრო უნდა გავატაროთ.

ხვალ ხედირასა და ბენტანკურს შორის ერთ-ერთი ითამაშებს. რუგანი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ემრე ჯანი? იმედია, საპასუხო შეხვედრაში დაგვიბრუნდება. ასევე დაგვიბრუნდა დუგლას კოშტა, რომელიც ასეთ მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვწუხვარ, რომ კუადრადო განაცხადში არაა, მაგრამ იმ დროს დაცვაში ძალიან დიდი დეფიციტი მქონდა. დიბალა ძლიერი ფეხბურთელია, როდესაც თავს კარგად გრძნობს, მსოფლიო კლასის მოთამაშეა. ბერნარდესკი? უნდა იყოს უფრო გადამწყვეტი. კიელინი ტურინში ითამაშებს? ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …