ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ჯორჯო კიელინის დანაკლისს ხაზს უსვამს. ფაბიო იმედოვნებს, რომ ჯორჯოს დანაკლისი „იუვენტუსს“ არ დაეტყობა.
„ვიმედოვნებ, კრიშტიანუ რონალდუ 100%-ით მზადაა და მხოლოდ იმიტომ არ ითამაშებს, რომ თამაში უნდა.
კიელინი? ამსტერდამში თამაშში, სწრაფი და კონტრშეტევაზე ხარისხიანი გუნდის წინააღმდეგ, ჯორჯო ფუნდამენტური იქნებოდა. ასეთ დროს კიელინი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და იცის, როგორ უხელმძღვანელოს დაცვას და ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბონუჩი ძალიან კარგია, როდესაც ბურთი აქვს, მაგრამ უბურთოდ ზოგჯერ ავიწყდება დაცვა“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.