„აიაქსის“ გულშემატკივრებმა „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს მშვიდად დასვენებისა და ძილის საშუალება არ მისცეს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ამსტერდამელმა ფანებმა ვან დერ ვალკის სასტუმროსთან ფეიერვერკები ისროლეს. მიზანი რა თქმა უნდა, ტურინელთა სიმშვიდის დარღვევა იყო.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.