ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „მილანთან“ (2:1) მატჩი შეაფასა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა თამაშის შემოტრიალება მოთმინების ხარჯზე მოახერხა.
„როდესაც „მილანი“ აქ ჩამოდის, ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა, თუმცა სირთულეებს ვცდილობთ თავი დავაღწიოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ შესაბამის მომენტში, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ანგარიში შემოვატრიალეთ.
ალეგრიმ კარგად იცის, რასაც აკეთებს და მისი დიდი დამსახურებაა ამ გუნდის მართვა. ახლა ამსტერდამში კარგი თამაშის ჩასატარებლად მივდივართ“, – თქვა რუგანიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „აიაქსს“ 10 აპრილს დაუპირისპირდება.