მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ”

ალეგრი: “მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა.

„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა ერთადერთი მოგება გვჭირდება ან ფრეც საკმარისი იქნება, თუ „ნაპოლი“ თავის ყველა დარჩენილ შეხვედრას ვერ მოიგებს. პირველ ტაიმში თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, მეორე ტაიმში უფრო ყურადღებით ვითამაშეთ. შემდეგ თამაშის დასალაგებლად მოედანზე პიანიჩი შევუშვი და გამარჯვების გოლიც მისი ინტუიციიდან დაიბადა. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ.

პაულოს გარკვეული პერიოდი არ უთამაშია, მაგრამ გოლი თვითრწმენას დაუბრუნებს. დიდ გუნდში კონკურენცია ყოველთვისაა, რადგან თანაგუნდელები მზად არიან შენი ადგილი დაიკავონ. კინი დღესაც შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და გოლი გაიტანა. ის თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაგრამ მშვიდად ყოფნის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ის „იუვენტუსში“ უნდა დარჩეს, რათა ტექნიკურად და მენტალურად გაიზარდოს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ შემდეგ მატჩს 10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „აიაქსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …