ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „მილანთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდმა ასე უნდა გააგრძელოს.
„მიზანი გამარჯვება იყო და ვიცოდით, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა, რადგან „მილანი“ შესანიშნავი გუნდია. თუმცა, მოვახერხეთ და ბედნიერები ვართ. „აიაქსთან“ შეხვედრას საუკეთესო განწყობით ვუახლოვდებით.
კომპლიმენტი ყველამ დაიმსახურა, მაგრამ ახლა სეზონი საუკეთესოდ უნდა დავასრულოთ. კარგი მომენტია, თვითრწმენა გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ. ფერარაში გამარჯვებისთვის მივდივართ, მაგრამ ახლა მხოლოდ „აიაქსთან“ მატჩზე ვფიქრობთ.
კინი? ძალიან თავმდაბალი ბიჭია და კარგად ვითარდება. ამ სეზონში საოცარი ნახტომი გააკეთა და მსიი ადგილი აქაა. ჩვენ მის გამო ბედნიერები ვართ და უნდა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 აპრილს, ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს.