ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში „მილანი“ პაულო დიბალასა და მოიზე კინის გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – პიონტეკის გოლის ვერაფერს გახდა, თუმცა ბონუჩის შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იყო.
რუგანი 5.5 – პიონტეკთან დუელი წააგო.
ბონუჩი 5 – პირველი გოლის დროს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. მძიმე შეცდომა იყო, რომელიც გარკვეულწილად დიბალას პენალტის დროს შესანიშნავი პასით გამოისყიდა.
ალექს სანდრო 5 – მესამე ცენტალურ მცველად დაიწყო თამაში და ბევრი შეცდომა ჰქონდა. ფაბრის წყალობით პენალტს გადაურჩა, როდესაც ჩალჰანოღლუს დროს ბურთი ხელზე მოხვდა.
დე შილიო 6 – უკეთესადაც უთამაშია, თუმცა ბორინის აკონტროლებდა.
ბენტანკური 5.5 – ის ბენტანკური, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს.
ემრე ჯანი 6 – ტრავმის გამო მოედანი მალევე დატოვა. მის გარეშე „იუვემ“ ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა.
ხედირა 6 – თამაშში ის ჩაერთო და არა პიანიჩი. ნორმალურად ითამაშა, მაგრამ საუკეთესო კონდიციებისგან შორსაა.
ბერნარდესკი 6.5 – გაცილებით უკეთ ითამაშა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა. მოედნის ბოლო 20 მეტრიან ნაწილში სიმტკიცე აკლდა. დიბალას გარეშე გუნდის ლიდერობა მან იტვირთა.
სპინაცოლა 6 – ცდილობდა აქტიურობას, მაგრამ არ გამოუვიდა.
პიანიჩი 7 – 1:1-ის შემდეგ მალევე ჩაერთო თამაშში და გუნდი გაცოცხლდა. მასთან ერთად მოედანზე ერთი გუნდი იყო, მის გარეშე – მეორე. კინს საგოლე პასი გაუკეთა და ბურთიც თავად მოიპოვა.
დიბალა 6 – ერთი საათის განმავლობაში ცუდად ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც თქვა. ჯერ პენალტი მოიპოვა და შემდეგ გოლად აქცია. თუმცა, შეცვლის დროს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა.
კინი 7.5 – ისევ ის, ისევ გადამწყვეტი გოლი.
მანჯუკიჩი 6 – ის ბრძოლაში იყო.