ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩის წინ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი თვითდაჯერებელია და ამბობს, რომ ყველაფერი მისი გუნდის ხელშია.
„ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენი ბედის პატრონები ვართ და შეგვიძლია ვითამაშოთ კვალიფიკაციისთვის. ბოლო პერიოდში „იუვემ“ 14 თამაში ჩაატარა, ყოველ სამ დღეში ერთხელ და ეს საშუალებას მისცემს რიტმი იპოვოს. მაგრამ ასევე შეიძლება დაღლილობა გამოიწვიოს. ჩვენ ნაკლებად ვართ რიტმში, მაგრამ საფრანგეთის სუპერასზე ჩვენმა თამაშმა აჩვენა, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ და ერთი გოლით უპირატესობასაც ვფლობთ.
ეს ხელსაყრელია ჩვენთვის, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე ახლა შანსი 50%-50%-ზეა. მათ ზედიზედ მეცხრედ მოიგეს ჩემპიონატი და ეს მხოლოდ „იუვეს“ დონეზე მეტყველებს. თუმცა, ახლა უფრო მეტ გოლს უშვებს, ვიდრე წარსულში და ვეცდებით გოლის გატანას.
„ბიანკონერის“ ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, მაგალითად რონალდუ და დიბალა, ჩვენ კი ამბიციურები და თავმდაბლები ვართ, რადგან კვალიფიკაცია გვინდა“, – განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.