ფრანგული „ლიონის“ ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით, თვითონაც და „ლიონიც“ კარგ ფორმაშია.
„სერიოზული ტრავმა მქონდა და დიდი ხანი გამიცდა, მაგრამ დავბრუნდი, რამდენიმე ამხანაგური თამაში და სუპერთასზე ვითამაშე და ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვიმყოფები. ხვალ განსაკუთრებული მატჩი გაიმართება, თუნდაც ისაა განსხვავებული, რომ გულშემატკივრები არ იქნებიან.
„იუვეს“ ხარისხი ვიცი, მაგრამ ჩემს გუნდს ვენდობი და რამდენიმე თამაში ჩავატარეთ. დე ლიხტი? კარანტინის დროს მას ვესაუბრე, როდესაც ჰოლანდიაში ვიყავით. შესანიშნავი სეზონი აქვს და მისით ვამაყობ. თუმცა, ხვალ ჩვენ არა მეგობრები, არამედ მეტოქეები ვიქნებით“, – აღნიშნა დეპაიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.