ფრანგული „ლიონის“ მწვრთნელი რუდი გარსია უკმაყოფილოა და ვერ გაუგია, რატომ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა ტურინში.
„შეგახსენებთ, რომ მთელი იტალია დაცული ტერიტორიაა. აღარ არის სხვაობა წითელ და არაწითელ ზონებს შორის. და, ჩვენ ორშაბათს იტალიაში უნდა წავიდეთ.
უცნაური ისაა, რომ მატჩები აკრძალულია შიდა ჩემპიონატში და არა ჩემპიონთა ლიგაზე, არ ვმალავ, რომ გარკვეულწილად შეშფოთებული ვარ, მაგრამ ეს ჩემი აზრია“, – თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ შეხვედრა 17 მარტს ტურინში დახურულ კარს მიღმა უნდა გაიმართოს.