მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “იუვე” სარის გამო დავტოვე”

ემრე ჯანი: “იუვე” სარის გამო დავტოვე”

ტურინს „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემრე ჯანმა კლუბის დატოვების მიზეზზე ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მაურიციო სარისგამო გააკეთა.

„სარიმ ტელეფონით დამირეკა და 20 წამში მითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ ვიყავი. ამის შემდეგ მე თამაშის არავითარი შანსი არ მქონდა. „იუვენტუსი“ მის გამო დავტოვე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კლუბთან და გულშემატკივრებთან“, – თქვა ემრე ჯანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი „იუვენტუსს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და ტურინი წელიწადნახევარში დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …