კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ სიტუაცია მშვიდადაა. Tuttosport-ის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების შეკრების დროს რონალდუს „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაურეკა.
მხარეებმა მშვიდად ისაუბრეს და ყველა გაუგებრობას წერტილი დაუსვეს. უკვე ცნობილია, რომ პორტუგალიელი თანაგუნდელებს ვახშამზე დაპატიჟებს. ეს ან ოთხშაბათ საღამოს მოხდება, ან ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „მილანთან“ შეცვლის შემდეგ გაბრაზდა და სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა.