ლისაბონის „ბენფიკა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მატია პერინს მიბრუნდება. A Bola-ინფორმაციით, პორტუგალიური გუნდი მზადაა იანვარში იტალიელი მეკარე გადაიბიროს.
„ბენფიკა“ პერინთან ახლოს ზაფხულში იყო, მეკარე ლისაბონშიც იმყოფებოდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ჩააგდო.
ახლა კი, მხარეები ხელმეორედ მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას. „იუვენტუსი“ მატიას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროსა და 18 წლის განაპირა მცველ ჟოაო ფერეირას მიიღებს.