ლეონარდო ბონუჩი და მისი აგენტი ალესანდრო ლუჩი ტურინში იმყოფებიან, სადაც გუნდის ხელძღვანელობას შეხვდებიან. მიზანი ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.
ეს საკმაოდ გასაკვირია, რადგან ლეოს „იუვესთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, ფეხბურთელი ჩინებულ ფორმაშია და მხარეებმა თანამშრომლობის განახლება გადაწყვიტეს. საუბარია კონტრაქტის 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელებამდე.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბონუჩიმ „იუვენტუსში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბონუჩი „იუვეს“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც უკლებლივ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.