ტურინის „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირომ ისაუბრა. მისი განცხადებით, კრიშტიანუ დამწუხრებულია, რადგან ფინალში თამაში სურდა.
„დამწუხრებული იყო, რადგან ფინალში თამაში უნდოდა, თუმცა ეს შემდეგში იქნება. რა მითხრა? „დედა, ვერ გავაკეთე სასწაული“. ჩემპიონატში ყველაფერი კარგადაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ცოტა იღბალი დააკლდა. ახლა რამის გაკეთება შეუძლებელია, ცხოვრება გრძელდება“, – თქვა დოლორესმა.