ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ გამოეთიშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს იტალიური მედიის ვერსიით:
შჩესნი 6.5 – „აიაქსის“ გოლების დროს არაფერი შეეძლო. ზიეჩს საოცარი ბურთი აურთო და ვან დე ბეკის დარტყმის დროსაც მზად აღმოჩნდა.
დე შილიო 5 – შეტევაში ტრადციულად ვერ ჩაერთო და ნერეშმაც ხელი შეუწყო, რომ დაცვაში შეცდომები ბევრი არ ჰქონდა.
კანსელუ 5 – 25 წუთი ითამაშა, მაგრამ ღირებული ვერაფერი შემოიტანა თამაშში.
ბონუჩი 5 – პირველი გაშვებული გოლის შემდეგ დიდი სირთულეების წინაშე დადგა.
რუგანი 5 – პირველ ტაიმში დაცვაში საუკეთესო იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მთლიანად გუნდი შოკირებული გახლდათ.
ალექს სანდრო 4.5 – დე ლიხტის გოლის დროს შეცდომა დაუშვა რუგანისთან ერთად.
ემრე ჯანი 5.5 – თავიდნა შესანიშნავად დაიწყო, ერთ-ერთი დრიბლინგის შემდეგ პენალტსაც ითხოვდა.
პიანიჩი 5.5 – საგოლე პასი მიითვალა, ჩაწოდება იდეალური იყო, თუმცა ვან დე ბეკისგან და დე იონგისგან ისევ დაიჩაგრა.
მატუიდი 5 – შონე პრაქტიკულად უსაქმოდ დატოვა.
ბერნარდესკი 5 – თითქმის არცერთ ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია და პირველი გოლის დროსაც სწორედ მის გამო არ დაფიქსირდა ვან დე ბეკზე თამაშგარე.
ბენტანკური შ.გ – მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, არადა ამსტერდამში საუკეთესო იყო…
დიბალა 5 – კაპიტნის სამკლავურმა მასში მკვლელის ინსტიქტი ვერ გააღვიძა. ეს სეზონი მისთვის სრულიად ნეგატიურია, მეორე ტაიმში კი ტრავმის გამო მოედანზე საერთოდ არ გამოსულა.
კინი 5 – ბევრი ვერაფერი შეცვალა და ეს მეტოქის დამსახურებაა, რადგან მისი თანაგუნდელები მთლიანად გაანეიტრალეს.
რონალდუ 6 – ერთი მომენტიც საკმარისი გამოდგა, რომ გაეტანა. ეს იყო მისი მეხუთე გოლი პლეი-ოფში.