მთავარი / სიახლეები / ფაქტები “იუვე” – “აიაქსის” მატჩის შემდეგ

ფაქტები “იუვე” – “აიაქსის” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შესახებ გიამბობთ:

1974 წლის შემდეგ

„იუვენტუსი“ „აიაქსთან“ ოფიციალურ მატჩში 1974 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

ის, რაც არ მომხდარა…

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში საკუთარ მოედანზე ორი თამაში ისტორიაში პირველად წააგო („აიაქსამდე“ „მანჩესტერთან“).

კრიშტიანუ = 8 გოლი

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო რვა გოლში კრიშტიანუ რონალდუმ უშუალო მონაწილეობა მიიღო (6 გოლი, 2 საგოლე პასი)

პიანიჩის ასისტი

მირალემ პიანიჩმა 2018 წლის თებერვლის შემდეგ („ტოტენჰემთან“ იგუაინზე საგოლე გადაცემა) ჩემპიონთა ლიგაზე პირველად შეასრულა საგოლე პასი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …