ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ თამაში „აიაქსის“ წინააღმდეგ შეაფასა. კაპელო მიიჩნევს, რომ გუნდს მოედანზე ლიდერი არ ჰყავდა და დიბალას კაპიტნობაც უადგილოა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს კატასტროფაა. „აიაქსი“ შესანიშნავი იყო „იუვეს“ წინააღმდეგ, რომელსაც უამრავი ხარვეზი ჰქონდა და ღირებულების გარეშე თამაშობდა. იტალიაში ის დომინირებს, მაგრამ როდესაც ხვდება გუნდს, რომელიც სიჩქარეებზე თამაშობს, სწრაფ ტემპს სთავაზობს, „იუვე“ იგივეს ვერ აკეთებს.
პრობლემა? მოედანზე ლიდერის არარსებობა, რომელიც მწვრთნელს დაეხმარებოდა მოედანზე გუნდის გაძღოლაში. დიბალა კაპიტანი იყო, მაგრამ ის ლიდერი არაა და ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა კაპელომ.