ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ „იუვენტუსის“ შეფებს თავის დროზე ფრენკი დე იონგის ყიდვა ურჩია.
„დე იონგი დიდებული ფეხბურთელია. მას რამდენიმე წელია ვაკვირდები და ვესაუბრე „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს, ვურჩიე, რომ თვალი მიედევნებინათ. თუმცა, „ბარსელონამ“ იყოჩაღა და იყიდა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი ზაფხულიდან „ბარსელონაში“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ ითამაშებს.