ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 3 დეკემბერს გასამართ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ეს იმის მანიშნებელია, რომ პრიზი პორტუგალიელს არ გადაეცემა. რონალდუს კი აქვს ჩვევა, გამოტოვოს დაჯილდოების ცერემონიები, რომლებშიც მთავარ პრიზს მას არ გადასცემენ.
ჟურნალისტები 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატად მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს, ანტუან გრიზმანს მოიაზრებენ და იმასაც ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის გამარჯვებულები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი სამეულშიც ვერ მოხვდებიან.