ფაბიო პარატიჩი „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი გახდა. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ინფორმაცია ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. პარატიჩიმ ჯუზეპე მაროტა ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა.
თავის მხრივ, პარატიჩი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის ინიციატორია, აქამდე სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
გარდ ამისა, ცნობილია, რომ ჯორჯო რიჩი ფინანსურ განყოფილებას ჩაიბარებას, ხოლო მარკო რე მომსახურების საკითხებს წარუძღვება.
აქვე გეტყვით, რომ ჯუზეპე მაროტა უახლოეს ხანებში „ინტერის“ გენერალური დირექტორი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია დარწმუნებით ავრცელებს.