მთავარი / სიახლეები / რონალდუ “იუვეს” ვარანის ყიდვას ურჩევს

რონალდუ “იუვეს” ვარანის ყიდვას ურჩევს

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მადრიდის „რეალის“ მცველის, რაფაელ ვარანის შეძენა ურჩია. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, პორტუგალიელი ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს ლობირებს.

აღსანიშნავია, რომ ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ცოტა ხნის ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს მიუხედავად ზინედინ ზიდანის დაბრუნებისა.

თუმცა, ვარანის ტურინში გადაბირება მაინც რთული იქნება, რადგან ფლორენტინო პერესი 25 წლის მცველს 90 მილიონ ევროზე ნაკლებად წესით არ შეელევა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …