ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლისაბონში იმყოფება, სადაც დღეს პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩს დაესწრება.
მიზეზი? – ჟოაუ ფელიში და რუბენ დიაში გახლავთ, რომლებიც „იუვეს“ თვალთახედვის არეშია. Tuttosport-ის ცნობით, პარატიჩის გარდა სტადიონზე იქნება ჟორჟე მენდეშიც, რომელიც რუბენ დიაშის აგენტია და პარატიჩი მასთან შეხვედრას გამართავს.
საუბრის თემა რა თქმა უნდა, დიაში იქნება, რომელიც ტურინელთა პირველი არჩევანია დაცვის გასამაგრებლად. მის ალტერნატივად კი, „რომას“ ფეხბურთელი კოსტას მანოლასი გახილება.