ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მოიზე კინის შესახებ ისაუბრა. ბონუჩის განცხადებით, კინი „იუვეს“ დატოვებას იანვარში აპირებდა, მაგრამ მასთან და ჯორჯო კიელინისთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა.
„მოიზე ჩვენთან დარჩა მას შემდეგ, რაც ჯორჯოსთან ისაუბრა, ხოლო შემდეგ ჩემთან. როდესაც კრიშტიანუსთან, დიბალასთან, დუგლას კოშტასთან ერთად ვარჯიშობ, უფრო ძლიერი უფრო სწრაფად გახდები. იმედია ზეწოლას გოლებით უპასუხებს. ის მხოლდო 18 წლისაა და შესაძლოა რაღაც არასწორად გააკეთოს, მაგრამ ეს1 განვითარების ნაწილია. მთავარია ეს იყოს მცირედით დოზით“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ კინი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია, თავი „იუვენტუსშიც“ გამოიჩინა და იტალიის ნაკრებშიც.