მთავარი / სიახლეები / პაოლო როსი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

პაოლო როსი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.  „ბებერი სინიორას“ ყოფილი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებამ „იუვეს“ დიდი თავდაჯერება შემატა.

„ეჭვგარეშეა, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება „იუვესთვის“ სრული სიგიჟე იყო. ასეთი გამარჯვების შემდეგ საოცარ თვითრწმენას იღებ და „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდა.

„აიაქსი“? ახალგაზრდული და საშიში გუნდია, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, „იუვენტუსს“ ნახევარფინალში გასვლის 80% შანსი აქვს“, – თქვა პაოლო როსიმ.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი” – „იუვენტუსის“ მატჩები 10 და 16 აპრილს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …