კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო. სერბეთთან მატჩის 31-ე წუთზე კრიშტიანუმ შეცვლა მოითხოვა და მის ნაცვლად მოედანზე პიცი გამოჩნდა.
პორტუგალიელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია და დიაგნოზი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამოკვლევა ჩაუტარდება.
თუმცა, Calciomercato-ს ცნობით, რონალდუს თამაში „აიაქსთან“ პირველ მეოთხედფინალურ თამაშში ძალზე საეჭვოა…