მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “გულშემატკივრების დახმარებით ყველაფერი შეიძლება”

რონალდუ: “გულშემატკივრების დახმარებით ყველაფერი შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ JTV-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც უმეტესად „ატლეტიკოსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა ქომაგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელია:

„გუნდი დარწმუნებულია, რომ შესანიშნავ თამაშს ჩავატარებთ და მათ შორის მეც. ნამდვილად განსაკუთრებული საღამო იქნება, როგორც მინდორზე, ისე ტრიბუნებზე. „ატლეტიკო“ ძლიერი გუნდია, ეს ყველამ იცის: თავს კარგად იცავს, რისკზე არ მიდის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. დეტალები გადამწყვეტი იქნება, მაგრამ მეოთხედფინალში თამაში გვინდა. პირველ თამაშში წაგებას არავინ ელოდა, მაგრამ ყველაფერი ხდება, გვსურს, რომ სახლში საკადრისი პასუხი გავცეთ, ჩვენი პუბლიკის წინაშე.

ახლა ჩვენ ორი მიზანი გვაქვს – სკუდეტო და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა. საიდუმლო არ მაქვს, მე მიყვარს ეს სპორტი, სიამოვნებას მანიჭებს, ისევე, როგორც ესპანეთსა და ინგლისში მიყვარს. მომწონს, როდესაც გოლს ვიტან და ეს ჩემს გუნდს გამარჯვებაში ეხმარება. ბედნიერი ვარ.

მინდა ტიფოზებს ვუთხრა: პოზიტიურად განვეწყოთ, გვჯეროდეს. შესაძლებელია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა გვჭიდება, სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო უნდა იყოს და ჩვენ მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. მზად ვართ ქამ-ბექისთვის!“, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 12 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …