ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ დაბრუნებას ელოდება. El Paisi-ს ცნობით, ფრანგმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერესი „რეალში“ დაბრუნებაზე უარით გაისტუმრა, რადგან ანდრეა ანიელისთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
როგორც ცნობილი ხდება, ზიდანი ალეგრის შემდეგ ანიელის პირველი არჩევანია და დიდი ალბათობით, ზაფხულში მხარეებს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.