ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sport-თან ისაუბრა. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, „ლიონის“ ბარიერს გადალახავენ და მოუთმენლად ელოდებიან მეორე შეხვედრას.
„ლიონთან“ წაგება? ეს შეიძლება მოხდეს… რა თქმა უნდა, ბედნიერები არ ვართ, გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ევროთასებზე ყველა თამაში რთულია და მეორე თამაში სახლში გვაქვს. გვჯერა, რომ გადავჭრით პრობლემებს და წინ წავალთ. თუმცა, ახლა პრიორიტეტი სერია A-ს შემდეგი თამაშია.
იმედია, „ლიონთან“ სახლში ჩვენი ქომაგების თვალწინ ვითამაშებთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მოუთმენად ველოდები ამ თამაშს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. გამოვარდნის შიში? არა, არავითარი შიში. ჩვენ მშვიდად და კონცენტრირებულები ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე რთული ტურნირია, მაგრამ ყველა ჩვენგანს გვინდა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გუნდისთვის საუკეთესო. პანიკის დრო არაა, უკეთესი ჯერ არ მოსულა, სეზონის დიდი ფინალური ნაწილი იქნება.
„ინტერთან“ დიდი თამაში გველოდება, ფეხბურთის კლასიკაა, ეს არის თამაში, რომელიც ყველა ფეხბურთელს მოსწონს, გვინდა ძალიან კარგი შედევი ვაჩვენოთ. ძალიან ვწუხვართ, რომ გულშემატკივრები ჩვენთან არ იქნებიან, მაგრამ პასუხისმგებლობა იგივეა.
ცარიელი ტრიბუნები? უცნაური იქნება, ჩვენ ქომაგებისთვის ვთამაშობთ და სამწუხაროა, რომ ასეთ ბრძოლაში ჩვენთან ვერ იქნებაინ. მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, რაც მსოფლიოში ხდება და გვაწუხებს. თუ გვეუბნებიან, რომ ყველაზე უსაფრთხოა დახურულ კარს მიღმა თამაში, პატიი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას.
რეკორდები? ბუნებრივად მოდის, ბევრი რეკორდი დავამყარე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი პრიორიტეტი არაა. მინდა კარგად თამაში, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება. მე ვასრულებ ჩემს სამუშაოს და ვეხმარები „იუვეს“ გამარჯვებაში. კვირიდან იწყება: იმედია გავიტან სამ ქულას სახლში წავიღებთ.
1000 თამაში? კარგი მიღწევაა, რაც ნიშნავს, რომ ნიჭი, მონდომება და შრომისმოყვარეობა დამიფასდა. ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა კიდევ ბევრი თამაში ჩავატარო, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კვირას „ინტერი“ დავამარცხოთ და სატურნირიო ცხრილის სათავეში დავრჩეთ. როგორ ვარ იტალიაში? საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ძალიან ბედნიერი ვარ, შარშან ჩემპიონები გავხდით და იმედია წელსაც გავაგრძელებთ“, – თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო შეხვედრა 17 მარტს ტურინში გაიმართება (თუ კორონავირუსის გამო სიტუაცია არ შეიცვალა).