ფლავიო ბრიატორე „იუვენტუსის“ ცნობილი გულშემატკივარია, რომელიც Radio24-ს ესაუბრა და მაურიციო სარის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. ბრიატორეს განცხადებით, სარისიმო „იუვეში“ არასდროს იმუშავებს.
„როდესაც არსებობს პროფესორი, რომელიც ხალხს ვერ აგებინებს რა უნდა გააკეთოს, ეს ხდება. სარისიმო „იუვეში“ ვერ იმუშავებს, გარდა ამისა, მგონია, რომ სარიმ ფეხბურთელებთანაც დაკარგა კარგი ურთიერთობა. „იუვე“ ყოველთვის ცუდად თამაშობდა, მაგრამ ყოველთვის იმარჯვებდა.
სარი არ არის „იუვესთვის“ შესაფერისი მწვრთნელი. „ნაპოლი“ მასთან ერთად ყოველთვის კარგად თამაშობდა, მაგრამ არაფერი მოუგია. მას ალეგრი ან გვარდიოლა მირჩევნია, თუმცა ფაქტია გუნდში სარია და ვნახოთ რა მოხდება. ვწუხვარ, რომ ალეგრი ავიდა, რადგან მან უდიდესი სამუშაო შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი წააგო, ისიც ნათელია, რომ იქამდე მივიდა. ახლა კი, რისკის ქვეშ ვართ, რომ ვერც სკუდეტოს მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგიდასაც გამოვეთიშებით. „ლიონთან“ თამაში? სკანდალური იყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი“, – თქვა ბრიატორემ.