ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძლებას აპირებს, რადგან მიიღოს პასუხი ყველა მისთვის საინტერესო კითხვაზე.
“ჩემს კარიერაში არასდროს მქონია ცუდი სეზონი, რადგან მე ყოველთვის მზად ვარ გამოწვევებისათვის. ყოველთვის ვთამაშობ გამარჯვებისთვის. როდესაც დადგება დრო, რომ ჩემი სხეული სწორ რეაგირებას ვერ შეძლებს მოედანზე, მაშინ იქნება შესაბამისი დრო შესაჩერებლად.
დიდი ხნის მანძილზე კარიერის დასრულების იდეალურ ასაკად 30-32 წელი მიიჩნეოდა, ახლა კი, მოედანზე 40 წლის ფეხბურთელსაც შეხვდებით.
ფეხბურთის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება მსურს. მე ორიენტირებული ვარ სწავლაზე, რადგან სამწუხაროდ, ჩემი ცოდნის დონე არ მაძლევს შესაძლებლობას მქონდეს პასუხი ყველა ჩემთვის საინტერესო კითხვაზე. ერთი რამ მხიბლავს, მსურს ფილმში ვითამაშო.” – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.