„იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩის დაწყებამდე ანდრა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალური მაისური გადასცა 750 ნომრით. ეს საჩუქარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კრიშტიანუმ რამდენიმე დღის წინ კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა:
„პრეზიდენტი ანიელი წარმოადგენს ამ საოცარ კლუბს ჩემი კარიერის ამ ისტორიულ მომენტში. გასანკუთრებული მადლობა გუნდს. თქვენი დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებ, ბიჭებო. წავედით! ყველა ერთად ჩვენი ყველა დიდი მიზნის მისაღწევად ამ სეზონში, Fino Alla Fine!”, – დაწერა რონალდუმ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 10 გოლი აქვს გატანილი.
President Agnelli representing this amazing club in this historical moment in my carreer. Special thanks to the squad back there: I couldn’t do it without your help, guys! Let’s go! All together for all our big goals this season! Fino Alla Fine! pic.twitter.com/XQg7BovXRz
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) December 5, 2020