„იუვენტუსის“ თამაშის ხარისხი მიმდინარე სეზონში დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ სერია A-ში ჯერაც წაუგებლად ასპარეზობს.
ანდრეა პირლო პირველი დებიუტანტი მწვრთნელი გახდა 1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული, რომელიც სერია A-ში საწყისი 10 მატჩიდან არცერთში დამარცხებულა. მისი ხელმძღვანელობით „იუვემ“ განვლილ 10 ტურში 5-ჯერ იმარჯვა და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ ვესტონ მაკკენისა და ლეონარდო ბონუჩის გოლებით იმარჯვა (2:1).