ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში „ტორინო“ ვესტონ მაკკენისა და ლეონარდო ბონუჩის გოლებით 2:1 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomeracato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – ამ მომენტში ის გადამწყვეტი მოთამაშეა. საოცარი სეივი ძაძას ეპიზოდში, რითაც გუნდს 0:2 აარიდა.
კუადრადო 7 – გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა. მერე კი მაკკენიზე და ბონუჩიზე მისი პასები უბრალოდ გადამწყვეტი იყო.
დე ლიხტი 6 – გიგანტი, ბელოტისთან თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ პრაქტიკულად ყველა ხარვეზი გააქრო, რომელიც „იუვენტუსის“ მთელ დაცვას ჰქონდა.
ბონუჩი 6.5 – უიღბლოც კი, ნ’კულუს გოლის დროს ბურთი ცუდად მოხვდა. ის ჯერ კიდევ არ არის კარგად, მაგრამ დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა.
დანილო 5 – ხშირად აგვიანებდა და ვერც ფლანგზე დაეხმარა შეტევას.
ალექს სანდრო 6 – ცდილობდა გუნდის შეტევა გაეძლიერებინა.
კულუშევსკი 4.5 – ისეთი შეგრძნებაა, რომ დიბალასთან ერთად გამქრალი იყო.
რემზი 5 – თამაშში ვერ ჩაერთო.
ბენტანკური 5.5 – რა მოუვიდა იმ ფეხბურთელს, რომელიც ბოლო ორ სეზონში იყო? გაშვებულ გოლში მისი დანაშაულიცაა.
რაბიო 5 – ყოველთვის ან მეტისმეტს აკეთებდა ან ძალიან ცოტას. თამაშიდან გამოთიშული იყო.
მაკკენი 7 – მნიშვნელოვანი გოლი. მისი დახმარებით „იუვე“ თამაშში დაბრუნდა და ის ზონებსაც ფარავდა.
კიეზა 6 – ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, მაგრამ მაინც აქტიური იყო.
დიბალა 5 – არც წინ, არც უკან. რა პრობლემაც უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
ბერნარდესკი შ.გ – მან მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.
რონალდუ 5 – უცნაურია, მაგრამ ფაზებს მიღმა იყო, ვერც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ვერც თავისუფალ ზონებში შედიოდა. ნ’კულუმ ის გაანეიტრალა.
პირლო 6 – „იუვე“ ცუდად თამაშობდა, მართლაც ცუდად. ბურთის ფლობა ტოტალური იყო, მაგრამ სტერილური, ცარიელი პასები საშიშიარაა. თუმცა, გაიმარჯვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დერბიში. მაგრამ გზა ჯერ კიდევ მოყინულია.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი