ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ პირველი კომენტარი გააკეთა ლუის სუარესის საქმესთან მის ბრალეულობაზე. პარატიჩის განცხადებით, მშვიდადაა, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია და მან მინისტრს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია, უბრალოდ საკითხში უკეთ გასარკვევად დაურეკა.
„ჩემი ეჭვმიტანილობა? გუშინ ნახეთ კლუბის განცხადება, რომელიც განმარტავს ჩემს პოზიციას და კლუბის პოზიციას. მეტი დასამატებელი არაფერი მაქვს. ძალიან მშვიდად ვარ. სატელოფონო ზარი მინისტრ დე მიკელისთან? პაოლა დე მიკელისთან ბავშვობიდან ვმეგობრობ, ერთად გავიზარდეთ და მან უკვე გააკეთა განმარტება. მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი. იგივეს თუ გავაკეთებდი? რა თქმა უნდა, კი. მინისტრთან საუბარი მეგობრობის მიუხედავად არ შეიძლება? ფიქრობთ, რომ ინფორმაციის მისაღებად არ არის მიზანშეწონილი საუბარი ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია ინცობთ? პირიქით – სჯობს სთხოვოთ ადამიანებს, ვინც თქვენზე უკეთ ერკვევა კონკრეტულ საკითხში. კითხვების დასმა დანაშაული არ არის.
რა ეტაპზე ვართ პირლოს გზაზე? არ ვართ ორი თვის წინ, როდესაც ამ გზას შევუდექით. უფრო წინ ვართ და ანდრეამ ახლახან დაიწყო მუშაობა. ჩვენ არ გვქონდა მიზეზთა გამო სეზონის წინ მოსამზადებელი ეტაპი გარკვეული სქემების შესაქმნელად. ვზედავ პროგრესს, ტექნიკური უკეთ ვთამაშობთ და გაუმჯობესება შეგვიძლია. ვიცოდით, რომ ბილიკი რთული იქნებოდა, აღმართ-დაღმართით“, – განაცხადა პარატიჩიმ.