მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მისი ბავშვობის კერპები ალესანდრო დელ პიერო და ტიერი ანრი იყვნენ. ამის შესახებ პოლონელმა არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში თქვა.
„ბავშვობაში ორი კერპი მყავდა. ერთი იყო ტიერი ანრი, მე მას მუდმივად ვუყურებდი „არსენალში“ თამაშის დროს, ხოლო მეორე ჩემს პოზიციაზე არ თამაშობდა, ეს ალესანდრო დელ პიერო იყო“, – თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დელ პიეროსთან ერთად „იუვენტუსში“ ტიერი ანრიც თამაშობდა, ოღონდ მცირე ხნით, 6 თვიის განმავლობაში.